საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოვიდა

საქართველოს საგანგებო ვიზიტით ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოვიდა. ევროპის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას დევიდ მაკკალისტერი უხელმძღვანელებს.

ევროპარლამენტარები  შეხვედრებს მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან გამართავენ.

არსებული ინფორმაციით, ქართველ პოლიტიკოსები  და  ევროპელი კანონმდებლები  ევროკომისიის მიერ დადგენილი  12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელებენ.

მსგავსი თემები