კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება.

არსბული ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, დადგენილი წესის შესაბამისად, ყოველდღიურად აწარმოებს კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს.

როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე თენგიზ გენძეხაძე აცხადებს, მონიტორინგის პროცესში შეფასდება ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა და შედეგი აისახება ანაზღაურებაზე.

„ის შემთხვევები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება“, – აღნიშნავს თენგიზ გენძეხაძე.

მსგავსი თემები