,,ხელის გულზე დევს, ვინ მოხვდებიან ოლიგარქების რეესტრში”- ანრი ოხანაშვილი

,,თუკი ევროკომისია საჭიროდ მიიჩნევს, რომ უკრაინული კანონის ცხოვრებაში იმპლემენტაცია უნდა მოხდეს, ჩვენთვის, ევროკომისიის გეგმის შესრულების გზაზე, მათი ხედვა უპირატესია. თუკი ევროკომისიის მიზანი უკრაინაში ამ კანონის იმპლემენტაციაა, ლოგიკურია, ჩვენთან მიმართებაში აღნიშნული კანონის მიღება და იმპლემენტაცია სწორი უნდა იყოს,”-  ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანიშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის განმარტებით, უკრაინული მოდელი ოთხ ძირითად კომპონენტს ეფუძნება და მათი გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილი  ვერავითარ შემთხვევაში  ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად.

,,უკრაინული მოდელი ოთხ ძირითად კომპონენტს ეფუძნება: – ეს არის შესაბამისი პირის მხრიდან პოლიტიკაში ჩარევა, დიდი ოდენობით ფინანსური რესურსი, გავლენა მედიაზე და დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. ამ ოთხი კომპონენტიდან თუ სამი იქნება დაკმაყოფილებული, უკრაინული მოდელით, პირი მიჩნეულ იქნება ოლიგარქად. დგება რეესტრი და ხდება ამ პირების რეესტრში შეყვანა. ამ გადაწყვეტილებას უკრაინის მთავრობა იღებს, რომელსაც საბოლოოდ პრეზიდენტი აფორმებს.

ხელის გულზე დევს, ვინ მოხვდებიან აქ – განსაკუთრებით ე.წ. პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ გავლენა მედიაზე, დომინირებული რესურსი ბაზარზე, რომლებიც ერევიან პოლიტიკაში და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა, მას არა აქვს მედიაზე ზეგავლენა და სულ მცირე ამ ორი კომპონენტით ვერავითარ შემთხვევაში კანონის ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად“, – განაცხადა

მსგავსი თემები