,,მშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს”- ნიკა გვარამია

ამ წუთებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის  ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ნიკა გვარამიაც, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას, დეოლიგარქიზაციის მისეულ ხედვაზეც ისაუბრა.

,,მთავარი რაუნდი უნდა იყოს ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად ამაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს. ძალიან სასაცილოა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, მოლოდინი ამ კანონის. კანონები არ არის კრიზისების განმუხტვის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალება.

სხვათა შორის ძალიან კარგია ეს გადავადება ძალიან კარგი, უკიდურესად. ეს არის შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ არ იყოს სიმწვავე. მოხდეს არა დეპოლარიზაცია, სრულიად არაკორექტული მგონია ეს ტერმინი, ბოდიში. დეესკალაცია. იმიტომ, რომ დეპოლარიზაცია ნიშნავს ორ თანაბარი პოლუსის არსებობას, რაც ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ გვყავს მოძალადე და  გვყავს მსხვერპლი. ყველა დანარჩენი არის მსხვერპლი. დეესკალაციისთვის 6 თვე, პირიქით გაზრდიდა ესკალაციის რისკს და ვერაფერს ვერ მოვასწრებდით. არაფერი არ მოხდებოდა რეალურად. ჩვენ მთავარი რაც გვჭირდება ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება დემოკრატიული არჩევნებისთვის, ყველაფერი დანარჩენი მოხდება შემდეგ,”-  განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები