,,დეოლიგარქიზაცია არის ქართული დემოკრატიის მიმართ შეურაცხყოფა”- შალვა პაპუაშვილი

,,დეოლიგარქიზაცია არის ქართული დემოკრატიის მიმართ შეურაცხყოფა, ვინაიდან ამბობენ, რომ ამ ქვეყანას არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, არამედ ეს ხელისუფლება არის თითქოსდა ფასადი და ვიღაცის დიქტატის ქვეშ მოქმედებს,”– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება.

„ამ წერილის მთავარი შინაარსი მე მგონი ცოტა არასწორად ესმით. ამ წერილის შინაარსი არის შემდეგი: როდესაც საუბარი არის ოლიგარქიზაციაზე, აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ვისზე საუბრობენ, როგორც ოლიგარქი, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვისზე საუბრობენ, როგორც ხელისუფლებაზე. როდესაც ამ ქვეყანას არჩეული პარლამენტი ჰყავს, პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა ჰყავს, ჰყავს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის წევრები, როდესაც ამ ტერმინს ამ კონტექსტში ვინმე იყენებს, „ქართულ ოცნებას“ მიემართება. ყველა, ვინც ამ ტერმინს იყენებს ამ კონტექსტში ოლიგარქიის კუთხით, ყველა, ვინც ამ ტერმინს იყენებს, ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ სინამდვილეში ხელისუფლებას კი არა, არამედ სხვის კარნახს ახორციელებს ანუ, მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მე კი არ ვიღებ გადაწყვეტილებას, არამედ ვიღაცის კარნახით ვმოქმედებ და მე ვარ მხოლოდ ფასადი, რომ პრემიერ-მინისტრი თავად კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ ის არის ფასადი. აი, ამისი მტკიცება უნდათ ხოლმე იმ ინტერპრეტატორებს, რომლებიც ამ ტერმინს ბიძინა ივანიშვილთან აკავშირებენ და თუკი ეს არის ინტერპრეტაცია, მაშინ ეს გულისხმობს, რომ ეს ქართული დემოკრატიისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლებას ეძახოს მართული, ფასადი, იმიტაცია, ან რამე სხვა, რაც საბოლოო ჯამში გამოდის ამ ტერმინებიდან. აქედან გამომდინარე, ამ ტერმინის განმარტება მნიშვნელოვანია და მათ შორის, ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისაგან ამ ტერმინის არაკეთილსინდისიერი განმარტებისგან გამიჯვნაც მნიშვნელოვანია. დეოლიგარქიზაცია არის ქართული დემოკრატიის მიმართ შეურაცხყოფა, ვინაიდან ამბობენ, რომ ამ ქვეყანას არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, არამედ ეს ხელისუფლება არის თითქოსდა ფასადი და ვიღაცის დიქტატის ქვეშ მოქმედებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

,,ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერები საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად”- ირაკლი ღარიბაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები