,,ლაშა ჩხიკვაძემ ერთი განაჩენით ხელი მოაწერა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შეყოვნებას”- ნიკა გვარამია

,,მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ერთი განაჩენით ხელი მოაწერა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შეყოვნებას, 8 კვირით გადადეს პროცესი და ზუსტად მივიდა კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებამდე, ამ კარში შესვლის დროს კარები დაკეტეს, – ამის შესახებ  ნიკა გვარამიამ, სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მისი საქმის განხილვა მიმდინარეობს.

გვარამიას თქმით, არ ელოდა მისი საქმის გარშემო ამგვარ რეაქციებს არ ელოდა.

“მე არ ველოდი გულწრფელად გეტყვით ასეთ რეაქციას, რეაქცია რომ იქნებოდა ვიცოდი, მაგრამ ასეთ რეაქციას არ ველოდი, ამ რეაქციის გარკვეული ნაწილი, რომ გითხრათ, მერჩივნა, რომ არ ყოფილიყო. ახლა გეტყვით, რაზე მე არ მინდა ვილაპარაკო იმაზე და განსაკუთრებით წიაღსვლებში შევიდე, ჩემი მნიშვნელობის ხაზგასასმელად ამას არ ვამბობ, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება, უფრო სწორედ, ბატონი ჩხიკვაძის განაჩენი აღმოჩნდა ტრიგერი, გამშვები მექანიზმის იმისთვის, რასაც ჩვენ ახალა ვხედავთ.

ერთ ნაწილში მე ეს ძალიან მომწონს, ბატონი ივანიშვილის ირგვლივ აბსოლუტურად შევიწროებული და შეკრული რკალის ნაწილში, იმიტომ, რომ ეს სრული დასასრულია ივანიშვილისთვის და რაც უფრო სწრაფად მიხვდება მით უკეთესი მისთვის და ქვეყნისთვის. ქვეყანასთან დაკავშირებით, და ამან გამოიწვია ქვეყნისთვის ზიანი, ეს მერჩივნა რომ ცხადია არ ყოფილიყო, ბუნებრივია. მაგრამ ვერ წარმომიდგენია არ ყოფილიყო, უბრალოდ ასეთი მასშტაბი არის ჩემთვის მოულოდნელი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები