,,საქართველოს ხელისუფლება არის დეგრადაციის ბოლო საფეხურზე”- ნიკა გვარამია

ამ წუთებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის  ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ნიკა გვარამიაც, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას  საქართველოს ხელისუფლებაზე ისაუბრა.

,,ჩვენ რასაც ახლა ვუყურებთ, საქართველოს ხელისუფლება არის დეგრადაციის ბოლო საფეხურზე. დეგრადაციის ბოლო საფეხური არ არის, როდესაც სძულხარ, დეგრადაციის ბოლო საფეხური არ არის როცა ეზიზღებით, დეგრადაციის ბოლო საფეხური არის, როცა დაგცინიან. როცა მოდური ხდება შენი ქილიკი და დაცინვა. მაგიური ქართული სიტყვაა გოიმობა – ქართული ოცნება გახდა გოიმობა. მისი დაცინვა არის ტრენდი და აქ მთავრდება ყოველთვის, ყველა ხელისუფლება,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები