,,ჩემი პატიმრობა არის პოლიტიკური შინაარსის”- ნიკა გვარამია

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ნიკა გვარამიაც, რომელმაც საქმის განხილვის დაწყებამდე განცხადება გააკეთა.

,,მე მივიჩნევ და ეს სააპელაციო საჩივრითაც იკითხება, რომ ჩემი პატიმრობა არის პოლიტიკური შინაარსის, უკანონო. ზოგადად პოლიტიკურ სიტუაციაზეც მინდა განცხადების გაკეთება, რადგან მივიჩნევ, რომ უშუალო მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი არსებობს შექმნილ მდგომარეობასა და ჩემს პატიმრობას შორის,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

მსგავსი თემები