თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ნიკს გვარამიაც.

ნიკა გვარამიას უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა. მისი თქმით, როდესაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი აწვდის პირდაპირი ეთერი მასალებს სხვა არხებს, ხშირად ტექნიკური ხარვეზები ფიქსირდება და მოსამართლეს სთხოვა ,,მთავარი არხისთვის” ნება დაერთო სხდომის გაშუქებისთვის.

აღნიშნული თხოვნით მიმართა მოსამართლეს ნიკა გვარამიამაც.

მოსამართლემ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მსგავსი თემები