გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის დამტკიცების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობა დატოვა.
მისი აზრით, პარტიარქისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არ უნდა მოხვედრილიყო, რადგან ეს არის წახალისება რეაქციული ჯგუფების, რომლებიც ცხოვრების წესიც სხვა ადამიანების გინებაა.
„მიმაჩნია, რომ ეს ჯერ საპროცედურო კომიტეტის განხილვის საგანი გახდება. მე ამას გპირდებით, გაირკვევა, 55 ხმიდან იმყოფებოდა თუ არა ყველა ხმის მიმცემი დარბაზში. თუ ასე დადასტურდება, შემიძლია, ვუთხრა, საზოგადოებას, რომ არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პარტიარქის და მართლმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი იყოს მაუწყებლის ბორდის წევრი, პრინციპულად მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს არის წახალისება რეაქციული ჯგუფების, რომლებიც ცხოვრების წესიც სხვა ადამიანების გინებაა. ვაპირებ გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, ჩვენი შემადგენლობიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ პარლამენტში.
ნინია კაკაბაძეს მხარი 55–მა დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი თემები