,,მათთვის მნიშვნელოვანია არა ევროინტეგრაცია, არამედ ერთი, კონკრეტული ადამიანის პირადი ინტერესები”- დაუშვილი ღარიბაშვილის წერილზე

პარტია “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება. დაუშვილის თქმით, აღნიშნული წერილი ადასტურებს,  რომ მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია არა ევროინტეგრაცია, არამედ ერთი, კონკრეტული ადამიანის პირადი ინტერესები.

„გუშინ ერთ ჭკვიან ადამიანს ეწერა, რომ არ ახსენდება ღარიბაშვილს ევროკავშირისთვის ასე წერილობითი ფორმით მიემართოს და მოეწოდებინოს, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო საქართველოს. სწორედ ამაშია საქმე, როცა ქვეყანას სჭირდება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, მაშინ ვერ ვხედავთ ვერავითარ ქმედით ნაბიჯს მთლიანად მთავრობისგან და არამხოლოდ ღარიბაშვილისგან. როცა საჭირო გახდა მისი წერილი და მიმართვები ერთი კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარე, ღარიბაშვილი და მთელი მთავრობა მზად არიან ამისთვის ყველაფერი გააკეთონ, ყველაფერი დაწერონ. საბოლოო ჯამში ეს მეტყველებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა ევროინტეგრაცია, არამედ ერთი, კონკრეტული ადამიანის პირადი ინტერესები,”- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

,,ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერები საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად”- ირაკლი ღარიბაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები