,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები ახორციელებენ ყველას მობილიზაციას, პატიმრებსაც კი აგზავნიან ფრონტზე“- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით,  საოკუპაციო ძალები, პატიმრებს ფრონტის წინა ხაზზე აგზავნიან. მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს დასახლებული რაიონების დაბომბვას.

„რუსები თითქმის განუწყვეტლივ ბომბავენ როგორც ლუგანსკის ოლქს, ასევე დონეცკის ოლქის დასახლებულ რაიონებს. დღის განმავლობაში ოკუპანტები ერთდროულად ოთხი მიმართულებით ცდილობდნენ თავდასხმის განხორციელებას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისინი უკვე ახორციელებენ ყველას მობილიზაციას, ვისაც კი ხედავენ. კრიმინალური მუხლებით გასამართლებულ პატიმრებსაც კი აგზავნიან ფრონტზე“,- განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

მსგავსი თემები