ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 38 550 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 38 550 ჯარისკაცი დაკარგეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგია ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 38 550; ტანკი – 1 691; ჯავშანტექნიკა – 3 892; საარტილერიო სისტემა – 851; სარაკეტო სისტემა – 248; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113; თვითმფრინავები – 220; ვერტმფრენი – 188; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 693; საკრუიზო რაკეტები – 167; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 767; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 70.

აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 19 ივლისამდე პერიოდს.

მსგავსი თემები