ევროკავშირის საბჭო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

ევროკავშირის საბჭო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს, აღნიშნულ ინფორმაციას ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა ავცელებს.

ჩეხეთის პრემიერ შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის დასავლეთ ბალკანეთის ევროინტეგრაციის გზაზე გადადგული მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

„ევროკავშირი საბჭო, ჩეხეთის ხელმძღვანელობით, ახლახან შეთანხმდა, დაიწყოს მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირთან დასავლეთ ბალკანეთის დასაახლოებლად. ეს ჩვენი თავმჯდომარეობის დიდი წარმატებაა“, -წერს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ,,ტვიტერში”.

 

 

მსგავსი თემები