რუსეთის სასამართლომ Google თითქმის 400 მილიონი დოლარით დააჯარიმა

რუსეთის სასამართლომ Google თითქმის 22 მილიარდი რუბლით დააჯარიმა.

Google-ს რუსეთის სასამართლო რუსეთში აკრძალულ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვების განმეორებით დარღვევას ედავებოდა და  დაახლოებით $400 მილიონით დააჯარიმა.

რუსეთის სასამართლოებმა დასავლური სოციალური ქსელების დაჯარიმება 2021 წელს დაიწყეს რუსეთში აკრძალული ინფორმაციის არ წაშლის გამო.

რუსული მედიის ცნობით, Google-ს 17 შეტყობინება გაეგზავნა, რომ YouTube-ს ამოეღო “არაზუსტი ინფორმაცია” რუსეთის შემოჭრის შესახებ, რომელიც “დისკრედიტაციას უწევდა” რუსეთის არმიას.

ცნობისთვის, რუსეთის სასამართლოები აჯარიმებენ სოციალურ ქსელებს მათთვის შედარებით მცირე თანხებით, მაგრამ თუ, დარღვევები გაგრძელდება და ქსელები არ ამოიღებენ „აკრძალულ შინაარსის მასალებს“, მაშინ სასამართლო აკისრებს კომპანიების შემოსავლის გარკვეული პროცენტით გათვალისწინებულ ჯარიმას.

 

მსგავსი თემები