დღეს სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართება

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლო “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართება.  სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

პროცესს თავად ნიკა გვარამიაც დაესწრება.

ცნობისთვის, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

მსგავსი თემები