,,ბანკი თვითდაზიანებას იყენებს და ამ დაზიანებას შვეიცარიულ საბანკო სისტემას აყენებს”- ირაკლი კობახიძე ივანიშვილის და Credit Suisse-ის დავაზე

,,ის რომ მედია ამ ყველაფრით არ ინტერესდება ზუსტად ისეთივე უცნაურია, როგორც ის, რომ ბანკი თვითდაზიანებას იყენებს,”- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის Credit Suisse-თან დავით შვეიცარიული მედია არ ინტერესდება.

კობახიძის განმარტებით, ერთ-ერთი პრესტიჟული შვეიცარიული ბანკი ახლა თვითდაზიანების მდგომარეობაში იმყოფება და აზიანებს, როგორც   შვეიცარიულ საბანკო სისტემას, ასევე  მთლიანად შვეიცარიის სახელმწიფოს.

„რატომ შეიძლება თვითდაზიანების მდგომარეობაში იყოს ერთ-ერთი პრესტიჟული შვეიცარიული ბანკი, ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ეს ყველაფერი და რამე პოლიტიკური კავშირი აქვს თუ არა ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, როდესაც ბანკი მიუთითებს იმ რეზოლუციაზე, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო და რომელიც ევროპულმა საბჭომ და ევროპულმა კომისიამ არ გაიზიარა. ამის უკან შეიძლება რაღაცები ამოვიკითხოთ და ამაში სჭირდება ბუნებრივია ჩაძიება.

შვეიცარიული მედიისთვის ნებისმიერი ინფორმაცია, მით უმეტეს, ეს ინფორმაცია თავისი შინაარსით ასეთი სკანდალური იყო, რა თქმა უნდა, საინტერესო უნდა იყოს და მედია პირიქით ასეთ ინფორმაციას უნდა ეძებდეს, თუმცა ის რომ მედია ამ ყველაფრით არ ინტერესდება ზუსტად ისეთივე უცნაურია, როგორც ის, რომ ბანკი თვითდაზიანებას იყენებს და ამ დაზიანებას შვეიცარიულ საბანკო სისტემას და მთლიანად შვეიცარიის სახელმწიფოს აყენებს. ამ ყველაფერს ჩაძიება სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილის Credit Suisse-თან დავით შვეიცარიული მედია არ ინტერესდება – (mcm.ge)

მსგავსი თემები