,,ღარიბაშვილის წერილი არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება”- გიორგი გახარია

პარტია  “საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია,  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება. როგორც გახარია აღნიშნავს, ღარიბაშვილის წერილი ადასტურებს, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება.

,,პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება. მე მჯერა, რომ კომისია გვერდში დაუდგება საქართველოს, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაში, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა და გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი”,- წერს გიორგი გახარია.

,,ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერები საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად”- ირაკლი ღარიბაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები