,,რაც არ უნდა მოიგონონ, ვერ გააპრავებენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებს საბოტაჟს უწყობენ“- მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

,,ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ გამოაცხადა, მივყვებით და ჩაერთონ ამ პროცესში. რაც არ უნდა მოიგონონ, პარალელური პროცესები, ვერ გააპრავებენ იმას, რომ ისინი რეალურად ევროკომისიის რეკომენდაციებს საბოტაჟს უწყობენ“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სამართლებრივად და ტექნიკურად რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდებოდა, სესია ვერ გაიხსნებოდა, რადგან კომიტეტებზე საკითხების განხილვა არ ყოფილა.

„ორი მდგენელი აქვს ამ ყველაფერს. ერთი, სამართლებრივ ტექნიკური და მეორე, პოლიტიკური. როდესაც მოიწვია პრეზიდენტმა დეპუტატების მოთხოვნით სხდომა, იმ ოთხი საკითხიდან, რაც დღის წერიგში ეწერა, ხომ არ იცით რომელიმე საკომიტეტო მოსმენაზე განხილული რომ ყოფილიყო? არც ერთი არ იყო, მე გეუბნებით. სამართლებრივად, ტექნიკურადაც კი სხდომა ვერ ჩატარდებოდა, სესია ვერ გაიხსნებოდა, რადგან კომიტეტებზე არ იყო განხილვა. სამართლებრივადაც კი აბსოლუტური აბსურდი და მოგონილი ამბავია.

მეორე, პოლიტიკურს რაც შეეხება – ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მათ მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების მიმართ განხორციელებული საბოტაჟის გაპრავების მცდელობა. ისინი იგონებენ პარალელურ პროცესს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ამასობაში რას გვთავაზობენ იცით? აი, მაგალითად, ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ეხება ანტიკორუფციულ სამსახურს ან ამ ფუნქციის გაძლიერებას სისტემების შიგნით, ამაზე ჩვენ რომ დავწერეთ შარშან, ის კანონი მიიღეთო. წარმოიდგინეთ, სამართლებრივად ხომ გაუმართავია, პოლიტიკურადაც როგორი განაცხადია. შარშან რომ დავწერეთ და დავაინიცირეთ, გარკვეული თვეების წინ, ის კანონი მიიღეთო. კი არ დავჯდეთ და არ შევჯერდეთ, კონსენსუსით სამუშაო ჯგუფში რაც თქვენ დაგეგმეთ და ხელისუფლებამ რაც დაგეგმა იმ ფორმატში კი არ ვიმუშაოთო, ჩვენ რომ მოვიფიქრეთ, შევიტანეთ, დავაინიცირეთ, ის კანონი მიიღეთო. წარმოიდგინეთ, რამდენად აბსურდში არიან სამართლებრივად და რამდენად აბსურდში არიან პოლიტიკურად. მათი აბოტაჟის გაპრავებას კიდევ, უკაცრავად ამ ტერმინზე, ჩვენ არ ვაპირებთ,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები