,,არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც შემოგვთავაზა ოპოზიციამ“- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ რატომ   განაცხადა უარი „ქართულმა ოცნებამ“, ევროკავშირს რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე. მისი თქმით, მმართველი გუნდი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს იმ ,,სპექტაკლში”, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა.

,,სავარაუდო დღის წესრიგი ჰქონდა ოპოზიციას შედგენილი, წარმოდგენილი იყო ოთხი საკითხი. ოთხივე საკითხზე ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია უკვე გვაქვს დაფიქსირებული. პირველი, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, წელს არ ვაპირებთ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, ამაზე მყარი პოლიტიკური პოზიციაა. რაც შეეხება ანტიკორუფციას და სასამართლო საკითხებს, ამასთან დაკავშირებით შექმნილია ორი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი და წარვადგინეთ კონკრეტული ვადები, შემჭიდროებული ვადები, რა ვადებშიც მოხდება შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება და მიღება. ეს ვადები არ უკავშირდება მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არდადეგების პერიოდს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც შემოგვთავაზა ოპოზიციამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები