,,ჩემი მთავარი გზავნილია: იარაღი უკრაინისთვის, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, ევროპაში მშვიდობის აღდგენისთვის, უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილურობის დაცვისთვის, საჭიროა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს.

კულება აღნიშნავს, რომ საჭიროა სანქციების გაფართოება რუსეთის წინააღმდეგ და მეტი იარაღის მიწოდება უკრაინითვის.

„დღეს, ჯოზეფ ბორელის თავაზიანი მოწვევით, მივმართე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს. ჩემი მთავარი გზავნილია: იარაღი უკრაინისთვის, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის პასუხისმგებლობა არის სამი გზა ევროპაში მშვიდობის აღდგენისთვის, უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილურობის დაცვისთვის.

იარაღი: მადლობელი ვარ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში დამატებით 500 მილიონი ევროსთვის და მოვუწოდებ დამატებით ორმხრივ სამხედრო დახმარების გამოყოფას. სანქციები: ენერგეტიკული ემბარგო, ნავთობის ფასის შემცირება, ყველა რუსული ტელეარხის აკრძალვა.

მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის“, – წერს დმიტრო კულება ,,ტვიტერზე”.

მსგავსი თემები