,,თითქმის 10 თვეა ადამიანი ჰაერზე არ ყოფილა, მზე არ უნახავს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედში”  მოინახულა. ალასანიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი კვლავ სუსტად გრძნობს თავს.

„წარმოიდგინეთ, თითქმის 10 თვეა ადამიანი ჰაერზე არ ყოფილა, მზე არ უნახავს, მე ძალიან მეჩქარება, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. იგივე სისუსტე აქვს, იგივე ბარბაცი. გუშინდელი დღის შემდეგ 1 კილოგრამი მაქვს დაკლებულიო. არ ვიცი რა არის მიზეზი. დღეს მგონი, რაღაც ანალიზების პასუხს ელოდებიან,” – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები