,,სირცხვილია, ვიცე-პოლკოვნიკს ედავებიან, რატომ ამხილე რუსი ჯაშუშებიო, შეკერილი საქმეა”- გოგაშვილის შვილი

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გოგაშვილის შვილის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე ,,შეკერილია”.

,,სირცხვილია, ვიცე-პოლკოვნიკს ედავებიან, რატომ ამხილე რუსი ჯაშუშებიო, ეს ხო სასაცილოც აღარ არის. შეკერილი საქმეა, თქვენც ხო მოისმინეთ, რომ არ აცადეს ლაპარაკი, არ უნდათ რომ თქვას სიმართლე, იმიტომ რომ ეშინიათ, რცხვენიათ მაგ სიმართლის, იციან რომ ეს არის შეკერილი საქმე”, – განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.

ცნობისთის, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით აქვს წარდგენილი.

 

მსგავსი თემები