,,შვეიცარიული ბანკი, რეზოლუციას იყენებს ბიძინა ივანიშვილის უფლებების შესალახად, რაც ქვეყნის დისკრედიტაციაა”- ირაკლი ღარიბაშვილი

საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევარის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის,”- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

პრემიერის თქმით, რეზოლუციის საფუზველზე შვეიცარიულმა ბანკმა, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური გადარიცხვები შეუჩერა.

,,რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს. მოხარული ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს და პირადად თქვენ ამისათვის მადლობას გიხდით,”- ნათქვამია წერილში.

,,ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერები საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად”- ირაკლი ღარიბაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები