„დღეს, „ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად განიცადა სტრატეგიული მარცხი”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილის მიერ მოწვეული რიგგარეშე სესია არ ჩატარდება. ვაშაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად განიცადა სტრატეგიული მარცხი.

„დღეს, „ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად განიცადა სტრატეგიული მარცხი იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ასევე დასავლელი პარტნიორების თვალწინ მოვახდინეთ მათი ლუსტრაცია, მაგრამ დიდი პოლიტიკური მარცხი მათ უნდა განიცადონ შემოდგომაზე, იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ. ეს ჩარაზული კარი არის იმის სიმბოლო, როგორ უნდათ, რომ ჩარაზონ საქართველოს პერსპექტივა და ევროკავშირი არ შემოახედონ საქართველოში, დაგვტოვონ რუსეთთან პირისპირ. სამწუხაროდ, ეს დაკეტილი კარები არის სიმბოლო საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლისა, რაც “ქართულ ოცნებას” აქვს გაჩაღებული. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები