„შემაგდეს სოროში, სადაც ეწერა: „ჟიზნ ვარამ“ – სოსო გოგაშვილი

სასამართლო სხდომის დახურვამდე, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მის სახლში იარაღი გენინსპექციის დირექტორის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ ჩადო.

მისივე თქმით, ე.წ. მოდულის შენობაში სოროში შეაგდეს.

„ჩემს მიმართ იყო არაადამიანური მოპყრობა, ჩემი ოჯახის წევრების წამება და ბავშვების სტრესის ქვეშ ყოფნა. მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს. არ მომცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება. უკანასკნელი შეურაცხყოფა, რაც მე ვიგრძენი, იყო, როდესაც აქ მომიყვანეს, შემაგდეს სადღაც სოროში კრიმინალებთან ერთად, სადაც კედლებზე ეწერა ,,ჟიზნ ვარამ”. ეს არ უნდა ხდებოდეს და ასე არ უნდა ექცეოდნენ სახელმწიფო მოხელეს,”- განაცხადა სოსო გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მსგავსი თემები