შოიგუმ რუსულ არმიას უკრაინის შეიარაღებული ძალების შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განადგურება უბრძანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ უკრაინის შეიარაღებული ძალების შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განადგურების ბრძანება გასცა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პრიორიტეტი ახლა მაღალი სიზუსტის იარაღით მტრის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და არტილერიის განადგურებაა.

„არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ აღნიშნა რა დაჯგუფების დარტყმის შესაძლებლობების გაძლიერება, დაავალა მეთაურს, პრიორიტეტი მიანიჭოს მაღალი სიზუსტის იარაღით მტრის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და არტილერიის განადგურებას, რომლითაც ხორციელდება დონბასის დასახლებების საცხოვრებელი უბნების დაბომბვა და ხორბლის ველების, ასევე მარცვლეულის შესანახი საწყობების მიზანმიმართული გადაწვა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები