,,როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი”- გოგაშვილის მეუღლე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მეუღლის, თეა მარტყოფლიშვილის განცხადებით,  ოჯახი მუქრის წერილებს იღებს. მისივე თქმით, სახლსა და ავტომობილებში მოსასმენი აპარატურებია დამონტაჟებული.

მარტოფლიშვილი აღნიშნავს, რომ გოგაშვილის ოჯახი არ გაჩუმდება და ხელისუფლება მისგანაც “მიიღებს საჩუქარს”.

,,მაინტერესებს, თუ სოსო დამნაშავე იყო, აქამდე სად იყვნენ? ეს ცოტა სასაცილოა. რაც ჩვენს სახლში იკადრეს, დღესაც არაფერი გამიკვირდება. მოდის მუქარა ჩემი ოჯახის და შვილების მისამართით, ვიღებთ შეტყობინებებს მათ შორის კეთილისმსურველებისგან, რომ ფრთხილად იყავით, კამერები დააყენეთ მანქანებზეო. პირობას ვაძლევ ყველას, რომ გოგაშვილის მეუღლე და მისი შვილები არ გაჩუმდებიან, როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი, ბრძოლა იქნება ჩვენი საჩუქარი”, – განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა.

ცნობისთვის, გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსანს პირადი მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

მსგავსი თემები