,,ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა”- სოსო გოგაშვილი

მოსამართლემ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა დახურა. დახურვაზე შუამდგომლობა პროკურატურამ პროცესის დაწყებისთანავე დააყენა. გოგაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

დახურვამდე, მოსამართლემ გოგაშვილს საშუალება მისცა სპეცოპერაციისა და მისი დაკავების დეტალებზე ესაუბრა. გოგაშვილის  თქმით, მის მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა და ახლა ასამართლებენ, რუსი ჯაშუშების მხილებისთვის.

,,ღამის ორ საათზე, ჩვენს სახლში მოხდა შემოჭრა. არ მომხდარა არნაიარი წესების დაცვა. მათ ჰქონდათ განჩინება ჩხრეკზე და არა დაკავებაზე. მე მათ განვუმარტე, რომ სახლში იმყოფებოდნენ მცირეწლოვნები და ვუთხარი, რომ უკანა ოთახში გავიყვანდი და შემდეგ გავუღებდი კარს. მათ გააგრძელეს კარების შემონგრევა, ასაფეთქებელს აყენებდნენ კარებზე. იქ არის ორი კარი, პირველი დონის და მეორე დონის. მე მეორე დონის კარი გავუღე, ამ დროს კარები ფეთქდება, ესენი შემოდიან, ამოდიან კიბეზე და გვაკავებენ მე და ჩემს შვილს. მათ ამის უფლება არ ჰქონდათ, რადგან მათ დაკავების განჩინება არ ჰქონდათ.

ძალადობრივი მეთოდებით მოხდა ჩვენი დაკავება, ნიკას (შვილს) ე.წ. ,,ხამუთებს” ადებდნენ ხელებზე და მე ბორკილებს. 5-5 კაცი ზემოდან გვარხრჩობდა. დაგვაფიქსირეს მიწაზე, შეიჭრნენ სახლში და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს ჩემს ცოლს და ცოლის დას. ამ დროს ვწევარ მიწაზე, ხელები მაქვს უკან და ვგრძნობ რკინის შეხებას ხელებზე. მახებდნენ იარაღს, რომელიც უნდა ჩაედოთ. გავიხედე გვერდზე დავინახე ვინც ამას აკეთებდა, ეს იყო გიორგი ღამბაშიძე. ვუთხარი რას აკეთებთქო და მთელი ძალით ამომარტყა ყბაში წიხლი. შემდეგ შევაგინე და ფერდში ჩამარტყეს. მთელი ოჯახი სტრესში იყო. შევარდნენ სახლში, ავარდნენ მეორე სართულზე და ჩემი ცოლი გაჰყვა მათ. მან დაინახა, რომ ღამბაშიძე და დანარჩენები, რაღავ ნივთებს ,,ტენიდნენ” ოთახში. 12 საათი უკანონოდ ვიყავი დაკავებული. ვეხვეწებოდი ჩემი შვილისთვის აეხსნათ ბორკილები, 4 საათი მიწაზე ეგდო ნიკა,”- განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით,  ბრალს იმის გამო უყენებენ, რომ ამხილა რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა.

,,ეს ,,იმნაირი”(იდიოტური)  ხალხი, ,,იმნაირად” დაგეგმილ სპეოპერაციას მიწყობენ, მე სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს, რომელმაც ამ ქვეყანაში ტერორისტებს მუსრი გაავლო. ეს არის ჩემი და ქვეყნის შეურაცხყოფა. ე სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს პასუხისგებაში აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოება, ბრალდებას უყენებს პროკურატურა, რუსული სახელმწიფო უსაფრთხოების აგენტების ჩივილის შედეგად. ამაში უნდათ ჩართონ სასამართლო და დისკრედიტაცია მოახდინონ სასამართლოსი. დღეს ისტორიული დღეა, მე ვიცე-პოლკოვნიკს, რომელსაც ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელსაც პატრიარქის გადაგდება უნდა. მე ამის უფლება კი არა, ვალდებულება მაქვს კონსტიტუციური. ჩემს მიმართ იყო არადამიანური მოპყრობა, ჩემი ოჯახის წევრების წამება და ბავშვების სტრესის ქვეშ ყოფნა. მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს. არ მომცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება. უკანასკნელი შეურაცხყოფა, რაც მე ვიგრძენი, იყო, როდესაც აქ მომიყვანეს, შემაგდეს სადღაც სოროში კრიმინალებთან ერთად, სადაც კედლებზე ეწერა ,,ჟიზნ ვარამ”. ეს არ უნდა ხდებოდეს და ასე არ უნდა ექცეოდნენ სახელმწიფო მოხელეს,”- განაცხადა სოსო გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე.

 

მსგავსი თემები