ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოში ჩადის

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს აზერბაიჯანში ჩავა. ვიზიტის თემა ბუნებრივ აირს უკავშირდება.

„რუსეთის მიერ ენერგომომარაგების უწყვეტი შეიარაღების პარალელურად,  ჩვენი ენერგიის იმპორტის დივერსიფიცირება ევროკავშირის პრიორიტეტია. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და კომისარი კადრი სიმსონი აზერბაიჯანში იქნებიან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით“, – ნათქვამია   ევროკომისიის განცხადებაში.

მსგავსი თემები