მეზობელი ნადირში აერია და 2 გასროლით მოკლა

აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს. მან მეზობელი სანადირო თოფით, 2 გასროლით მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეზობელს მეზობელი ნადირი ეგონა და ამიტომ ესროლა, შემდეგ კი პოლიციას თავად ჩაბარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით,1986 წელს დაბადებული გ.კ.სასიკვდილოდ დაჭრა.

პოლიციამ ბრალდებული ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში – ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ადგილობრივების განცხადებით, დაკავებულსა და მოკლულს კონფლიქტი არ ჰქონიათ.

 

მსგავსი თემები