სოსო გოგაშვილის საქმის გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალს რამდენიმე საათში გააცნობენ, როგორც ადვოკატი მედიასთან აცხადებს, საქმის გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს.

„ვართ ბრალდების მოლოდინში, რომელსაც ველოდებით რამდენიმე საათში. დაზიანებებთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტიზა, რომელიც დღეს უნდა ჩაუტარდეს. მიმდინარე გამოძიების შესახებ მისთვის ცნობილი იყო, მაგრამ არ მოელოდა დაკავებას, დაკავების ოქმის თანახმად გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და პერსონალური ინფორმაციის ხელყოფა. სავარაუდოდ, ეს შეეხება მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს“ – აცხადებს გოგაშვილის ადვოკატი.

მსგავსი თემები