„აქვს გარკვეული გეგმა და მასალების ეტაპობრივად გამოქვეყნებას დაიწყებს“ – ადვოკატი სოსო გოგაშვილის გეგმებზე

წინასწარ პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი მის ხელთ არსებული ე.წ. მაკომპრომატირებელი მასალების გამოქვეყნებას დაახლოებით 10 დღეში აანონსებს. როგორც მისმა ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გოგაშვილს საკუთარი გეგმა აქვს.

„სოსო გოგაშვილს აქვს გარკვეული გეგმა და დაიწყებს მასალების ეტაპობრივად გამოქვეყნებას, რომელიც არ შეეხება მხოლოდ არჩევნებს, ის მოახდენს ხელისუფლების ყველა შტოს მხილებას, იმ უკანონო ქმედებებში, რასაც სჩადიოდნენ“ – აცხადებს ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე.

მსგავსი თემები