„რუსეთი ვერ შეძლებს რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალების წარმოებას“ – ევროკომისარი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სანქციები რუსეთს სწორედ იქ დაარტყამს, რაც მის ქვეყანას დიდ წაგებას მოუტანს. საუბარია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განადგურებაზე.

„ენერგეტიკული დამოკიდებულების განადგურებით, ევროკავშირი აცნობიერებს, რომ ურთიერთდამოკიდებულება ყოველთვის არ არის ნეიტრალური ინსტრუმენტი, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს ან უზრუნველყოფს მშვიდობიან საერთაშორისო ურთიერთობებს. რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები მნიშვნელოვნად დაარტყამს ელექტრონიკას, კომპიუტერებს, თვითმფრინავების, ავტომობილებისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ომის დროს. შედეგად კი რუსეთი ვერ შეძლებს რაკეტების და სხვა მაღალტექნოლოგიური საბრძოლო მასალის თუ იარაღის დამზადებას. რუსეთის მეცნიერული, ტექნოლოგიური და ეკონომიკური იზოლაცია ქვეყნისთვის ყველაზე დიდი წაგება იქნება საშუალოვადიან პერსპექტივაში“ – განმარტავს ბორელი.

მსგავსი თემები