“არ შეგრჩებათ მკვლელებო! მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული” – გოგაშვილის შვილი

სუს-ის დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ სოსო გოგაშვილს დაზიანებები აქვს მიყენებული და ამას არავის შეარჩენს. ის სპეცოპერაციის ორგანიზატორებს მკვლელებს უწოდებს.

„მამა დააკავეს და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული დაკავების პროცესში ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში, რაც განხორციელდა უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ღამბაშიძისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჩემი ოჯახის წევრების თანდასწრებით.

ასევე დაკავების პროცესში დედა გახდა შეუძლოდ და 4 საათის განმავლობაში სასწრაფოს გამოძახების უფლება არ მისცეს. სახლში დანაშაულებრივი და უკანონო გზით ჩაგვიდეს ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტაცია და ინფორმაციის მატარებელი ნივთები! არ შეგრჩებათ მკვლელებო!!!” – წერს ნინი გოგაშვილი.

მსგავსი თემები