„მაჩალიკაშვილს კი არა, ამ მთავრობას სდომებია ჩვენი ლიკვიდაცია“ – გოგაშვილის მეუღლე

დაკავებული სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლემ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოსო გოგაშვილი იმიტომ დააკავეს, რომ მისი ეშინოდათ. მან პატრიარქიც ახსენა და აღნიშნა, რომ როცა პატრიარქს სიბინძურე დააბრალეს, მთავრობის არც ერთი წევრი გამოსულა მის დასაცავად.

„მე რომ ტკივილები დამეწყება, მორფის გარდა არაფერი მშველის., 4 საათი მატყუებდნენ, რომ სასწრაფო გამოძახებულია. მერე ჩემმა დამ უთხრა, გოგო იკეცებაო, მერე გავიდა ერთ-ერთი და გამომძიებელმა მითხრა ახლავე მოვაო სასწრაფოო. ტელეფონი ჩამორთმეული მქონდა, ყველას ჩამოგვართვეს ტელეფონები, ბავშვებსაც კი. თუ ჩემი მეუღლე დამნაშავე იყო, მოდი ლამაზად, განჩინება წამიკითხე და რაც კანონით ფარგლებშია ყველაფერი გავაკეთოთ. ტერორისტებს რომ იჭერდნენ, ზუსტად ეს იყო“ – აცხადებს თეა მარტყოფიშვილი მედიასთან.

მან გვარებიც დაასახელა, ვისაც მისი ოჯახის ლიკვიდაცია უნდოდა.

„მაჩალიკაშვილს 2 პრიმა მუხლი ხომ წაუყენეს, რომ ჩვენი ლიკვიდაცია უნდოდა და კაცი გარეთ დადის. ესე იგი, მე დასკვნა გამომაქვს, რომ მაჩალიკაშვილს კი არ სდომებია ჩვენი ლიკვიდაცია, არამედ სდომებია ამ მთავრობას: ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, ივანიშვილს, გომელაურს, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე არის ღირსეული, 1997 წლიდან სტიქაროსანია და არასდროს არის ადვილად მართვადი, ბინძურ საქმეებს ხელს არასდროს მოაწერს და  ბოლოს რატომაც მოიშორეს, ეს იყო უცხოელებთან კონტაქტი.  ჩემი ქმრის ნამდვილად ეშინიათ. ვერც წილები და ვერც სიბინძურეები უნახეს. ჩემმა მეუღლემ ასე თქვა, სანამ პატრიარქი ცოცხალი იქნება და სანამ მას უდიერად ვინმე შეეხება, მზად იყავი, რომ მე მის მაგივრად მივდივარ ტყვიაზეო“,- განაცხადა თეა მარტყოფიშვილმა.

მისივე თქმით, მის მეუღლეს იმიტომაც დევნიდნენ, რომ ის პატრიარქის დამცველი იყო.

„ჩემმა მეუღლემ ასე თქვა, სანამ პატრიარქი ცოცხალი იქნება და პატრიარქს ვინმე შეეხება, მე მის მაგივრად მივდივარ ტყვიაზეო. რაც პატრიარქს დააბრალეს, გინახიათ რომელიმე გამოსული და დაეცვათ პატრიარქი?“ – აცხადებს გოგაშვილი მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილი მოდულის შენობაში იმყოფება.

 

მსგავსი თემები