„ტკივილებისგან მორფზე დამსვეს“ – სოსო გოგაშვილის ცოლი აცხადებს, რომ დაინახა, როგორც ჩაუდეს მის მეუღლეს 2 იარაღი

მას შემდეგ, რაც სოსო გოგაშვილი სახლიდან გაიყვანეს და მოდულში გადაიყვანს, სახლში მედიის წარმომადგენლები შეიყვანეს. დაკავების დეტალებზე ჟურნალისტებთან გოგაშვილის მეუღლემ ისაუბრა.

„არ ვაპირებ გაჩერებას. როგორც დედა, როგორც ქალი გამაგიჟეს. ძალიან ბევრი რამ გავუტარე, ძალიან ბევრი ცილისწამება გავუტარე ყველას, მაგრამ ჯანმრთელობა მომირყიეს. ოპერაცია გამაკეთებინეს, პანკრეასი დამიზიანეს. ტკივილებისგან მორფზე დამსვეს, გუშინაც გერმანიაში მივდიოდით, კატე უნდა გადამეღო, ღამის 2 საათზე მესმის საშინელი ხმა, საშინელი ხმა, ბავშვს 10 წლისას ეგონა ტერორისტები მოვიდნენ და უნდა აგვაფეთქონო. შემოვიდნენ, ჩემი ბიჭი დააგდეს, ხელები სულ დალურჯებული აქვს, ღამბაშიძე, ნაძირალა. პირობას ვდებ, ან მე ვიქნები ან ღამბაშიძე. წიხლი დაარტყა ბეჭზე. აქვს დაზიანება და მარჯვენა ლოყა აქვს გასიებული, იყო ღამბაშიძე და 3 პიროვნება, რომელთა ამოცნობა შემიძლია. შევარდნენ ოთახში, მეც მივყვებოდი, ჩემი თვალით დავინახე, ბიბლიაზე დავიფიცებ, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი ჩემი თვალით დავინახე. გამოხსნეს სოსოს კარადა და იქ მეორე იარაღი, ბავშვი სულ შედის სოსოს ოთახში და როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს 2 იარაღი ჰქონდა უკანონო? შევეწინააღმდეგე და ღამბაშიძემ მომკიდა ხელები და გამიყვანეს. იქცეოდნენ მხეცებივით გიჟებივით“ – აცხადებს გოგაშვილის მეუღლე.

მსგავსი თემები