სოსო გოგაშვილი მოდულის შენობაში გადაიყვანეს  

რამდენიმე წუთის უკან, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საკუთარი სახლიდან გაიყვანეს და მოდულის შენობაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა მისი სახლიდან ყველა მისი ნივთი წაიღეს, რაც საჭიროდ ჩათვალეს. დატვირთეს რამდენიმე მანქანა და დაკავებულთა ერთად მოდულის შენობაში გადაიტანეს.

გოგაშვილი წუხელ საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, თუმცა, ამ დრომდე, ის საკუთარ სახლში ჰყავდათ დაკავებული და მხოლოდ რამდენიმე წუთის უკან გადაიყვანეს. მანამდე კი მის სახლში ჩხრეკა და სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობდა.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებს, წაღებულია მათი პირადი ნივთებიც, ყველას ჩამოართვეს ტელეფონები და პირადი კომპიუტერები. ასევე, როგორც ოჯახი წევრები აცხადებენ, მათ საკუთარი თვალით ნახეს, როგორც ჩაუდეს სოსო გოგაშვილს საძინებელში 2 იარაღი.

გოგაშვილს დღემდე მოინახულბს ადვოკატი, რომელიც ოჯახს ჯერ არ აუყვანია.

მსგავსი თემები