პრეზიდენტი გმობს ამერიკის ელჩის წინააღმდეგ შეტევას

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადებაზე ამერიკის ელჩის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასე არ შეიძლება.

„არ შე,იძლია  არ ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც კეთდება ამჟამად ამერიკის ელჩის მიმართ. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. თუ რამე მტკიცებულებები არის, საერთოდ, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან გაიმართოს ერთი-ერთზე საუბარი ამის თაობაზე და არა ტელევიზიებით და მედიის საშუალებებით. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვიშვილმა ამერიკის ელჩი სასამართლო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის ნიკა გვარამიას საქმით იყო დაინტერესებული და სწორედ ამიტომ დაბლოკა მისი აშშ-ში ვიზიტი.

მსგავსი თემები