პრეზიდენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს, რიგგარეშე სხდომაზე სრულად შეიკრიბონ

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას დასტური მისცა და რამდენიმე წუთის უკან განცხადებაც გააკეთა. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, არავის აქვს უფლება, ევროპული გზიდან სხვაგან გადაგვიყვანოს.

„მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და ხელისუფლებას, უმრავლესობას, მონაწილეობა მიიღონ სრულად, ყველაფერში. ჩვენ უნდა ყველა ძალისხმევა მოვიხმაროთ იმისთვის, რომ ის კანონები რაც მისაღებია, მივიღოთ დროულად. ყველა ის საკითხები და პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი ჩვენ ერთად ყოფნით და დიალოგით უნდა იყოს გადაწყვეტილი. ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა. ის ევროპული პერსპექტვა, რომელიც მივიღეთ და არავის აქვს უფლება რომ ამ პერსპექტივიდან და ამ გზიდან გადაგვიყვანოს“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები