,,უკრაინიდან იარაღის გატანის საფუძველი არ გვაქვს”- ალექსეი რეზნიკოვი

„ჩვენ უნდა გადავრჩეთ. უკრაინიდან იარაღის გატანის საფუძველი არ გვაქვს“, – ასე უარყოფს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, ინფორმაციას, რომ  კრიმინალურ ჯგუფებს უკრაინად კონტრაბანდის სახით გააქვთ დასავლური იარაღი და ევროპის შავ ბაზარზე ყიდიან.

რეზნიკოვის თქმით, ზოგიერთმა მოკავშირემ გაგზავნა სამხედრო წარმომადგენლები უკრაინაში, რათა ზედამხედველობა გაუწიონ მათ მიერ მოწოდებული იარაღის ნაკადს. გარდა ამისა, მან დასძინა, რომ უკრაინა იყენებს 2019 წელს შეძენილ ნატოს პროგრამულ უზრუნველყოფას დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღის განლაგებისა და გამოყენების მონიტორინგისთვის, ნატოს ქვეყნებს აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ.

მინისტრი ამტკიცებს, რომ უკრაინიდან მძიმე იარაღის მოპარვის შანსი არ არსებობს, რადგან მას აქვს GPS ტრეკერები და დასავლურ სამხედრო თანამგზავრებს შეუძლიათ მათთვის თვალყურის დევნება.

 

მსგავსი თემები