,,მოსამართლემ განცხადება გააკეთა და მან უნდა გასცეს პასუხი, ვის მიმართაც იყო გაკეთებული”- გია ვოლსკი

გია ვოლსკი კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ვოლსკი აღნიშნავს, რომ ქართველი მოსამართლის განცხადებაზე კელი დეგნანის მხრიდან პირდაპირი პასუხი არ ყოფილა.

მისივე თქმით, როდესაც ასეთ სკანდალურ თემაზე განცხადება კეთდება, ის საჭიროებს გარკვეულ პასუხს.

„ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ყველა მიმართულებით საგრძნობია, ხელშსესახებია, მნიშვნელოვანია, საჭიროა და სწორედ ეს არის პარტნიორობის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ამერიკასა და ჩვენ გვაქვს. ქართველი მოსამართლის განცხადებაზე კელი დეგნანის მხრიდან პირდაპირი პასუხი არ ყოფილა, თუმცა დახმარება, როგორც კელი დეგნანმა მიუთითა, აუცილებელია და მისასალმებელია. როცა ასეთ სკანდალურ თემაზე განცხადება კეთდება, ის საჭიროებს გარკვეულ პასუხს. ასეთი პასუხი ჯერ არ მოგვისმენია. მოსამართლემ განცხადება გააკეთა და მან უნდა გასცეს პასუხი, ვის მიმართაც იყო გაკეთებული. რომან გოცირიძის კომენტარები საკმარისი არ არის.

რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კონკრეტული მოსამართლის სანქცირება მოახდინა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გააკეთა და ახლა კეთილი ინებოს და დაადასტუროს, რომ ასეა, ან თქვას, რომ ეს მხოლოდ მათი მოსაზრებაა. „ნაცმოძრაობის“ ეს განცხადება საკმაოდ ნათელი, სკანდალური იყო, რადგან რომან გოცირიძე ადასტურებს, რომ ამერიკამ ქართველ მოსამართლეზე სანქციები დააწესა. ეს მე არ მითქვამს, ეს არც კელი დეგნანის განცხადებაში იყო, „ნაცმოძრაობის“ განცხადებაში იყო მტკიცებით ფორმატში გამოთქმული პოზიცია. რომან გოცირიძეს ეს აზრი მოსამართლის განცხადებაში რომ ამოიკითხა და ეთქვა, რომ ეჭვი ეპარება, რომ ამერიკა მოსამართლეს სანქციას უწერსებს, მაშინ მისი პოზიცია გასაგები იქნებოდა. პირიქით, უნდა ეთქვა, როგორც მე ვამბობ, რომ ამერიკის მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი. ვიდრე მოსამართლის განცხადება იქნებოდა, „ნაცმოძრაობა“ დიდი ხნით ადრე ამტკიცებდა, რომ ეს სწორედაც სანქციაა, რომელიც დაუწესა ამერიკამ კონკრეტულ მოსამართლეებს და ამ თემაზე ერთი ჟივილ-ხივილი და ტაშფანდური ჰქონდათ ატეხილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები