„ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საკუთარ თავს ევაჭრება – „მოქალაქეები“ და „გირჩი“ „ქართული ოცნების“ ტოტები არიან!”- კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის ნაწილი, საკონსტიტუციო ცვლილებებით და საარჩევნო ბარიერით ვაჭრობს.

კახა ოქრიაშვილის განცხადებით, რეალურად, ბარიერის დაწევით დაინტერესებულნი არიან პატარა პარტიები, როგორებიცაა ,,მოქალაქეები“ და „გირჩი, რომელთა  საშუალებითაც ქმნის მმართველი გუნდი სურათს, თითქოს ოპოზიცია ,,ოცენებას” ევაჭრება.

,,ვეხმაურები ბატონი პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12 პუნქტს დეკემბრამდე
შეასრულებენ და თითქოს, ოპოზიცია მათ საარჩევნო ბარიერის 5 %- დან 2 %-მდე დაწევაზე ევაჭრება. 2 %-იანი ბარიერით ვაჭრობის თემა გათვლილია არაინფორმირებულ ადამიანებზე. რეალურად, ბარიერის დაწევით დაინტერესებულნი არიან პატარა პარტიები, როგორებიცაა ,,მოქალაქეები“ და „გირჩი“. ისინი „ქართული ოცნების“ განშტოება- ტოტები არიან და მათი საშუალებით, „ოცნება“ ქმნის სურათს, როგორ
ევაჭრება მათ ოპოზიცია. „ოცნება“ თავის თავს ევაჭრება, რასაც ქართული საზოგადოება მშვენივრად ხედავს.

რეალურად, შესასრულებელი გვაქვს 12 რეფორმა და ამ 12-დან ერთი საკითხის, საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილში, ბარიერის დაწევის თემა საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტია. მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს, „ნაციონალური მოძრაობას“, პარტიას „საქართველოსთვის“ და შესაძლოა, უკვე სხვებსაც, ისედაც 5 %-ზე
მაღალი რეიტინგი აქვთ, რაც ძალიან კარგია. ასე რომ, „ქართული ოცნება“ ევაჭრება საკუთარ განშტოებებს და მორიგ პილიტიკურ აფერისტობას სთავაზობს საზოგადოებას. ვისაც „ოცნება“ ევაჭრება, ის
არ არის ოპოზიცია – მათივე შემადგენლობაა,”- აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობაში შესაცვლელია ყველა ის დებულება, რომელიც ზღუდავს პოლიტიკურ კონკურენციას საქართველოში.

,,რაც შეეხება ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით: დღეს ოლიგარქს სრულად შეზღუდული აქვს კონკურენცია პოლიტიკურ ველზე. სადაც არ არის კონკურენცია, იქ ვერ ვითარდებიან პარტიები,
ე.ი. ქვეყანაც. დიახ, მომხრე ვარ გონივრულ ზღვრამდე ბარიერის დაწევის. ასევე, საარჩევნო კანონმდებლობაში შესაცვლელია ყველა ის დებულება, რომელიც ზღუდავს პოლიტიკურ კონკურენციას საქართველოში,”- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მსგავსი თემები