,,ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში არ შეესაბამება სიმართლეს”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის  განცხადებას ეხმიანება. ელჩის განცადეხებით, ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში,  არ შეესაბამება სიმართლეს.

„ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ წლების განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში. ეს არის ცენტრალური საყრდენი იმ სამუშაოსი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ აქ, რათა დავეხმაროთ საქართველოს კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მრავალ პარტნიორთან, რომელიც გვყავს საქართველოს სასამართლოს სისტემაში ამ მიზნის მისაღწევად, რადგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

,,შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი”- ლაშა ჩხიკვაძე – (mcm.ge)

მსგავსი თემები