,,ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს”- გურამ მაჭარაშვილი ჩხიკვაძის განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვოს ანგარიში, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა.

„რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს. ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია, რადგან მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვოს ანგარიში, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა. ასევე, ევროპარლამენტარის გალერის სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოწოდება, რომ ნიკა გვარამია გაამართლოს, საინტერესოა, თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს და ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი”- ლაშა ჩხიკვაძე

მსგავსი თემები