,,პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან, ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობას”- მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება. ყაველაშვილის განცხადებით, ლაშა ჩხიკვაძის განცხადება, საკმაოდ შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი.

„დღეს გავრცელდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება, საკმაოდ შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი. სწორედ ამაზე მქონდა საუბარი ჩემს წერილშიც. ეს აზიანებს ყველაზე მეტად ჩვენს ურთიერთობას როგორც დასავლელ პარტნიორებთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მსგავსი პრეცედენტები წარმოუდგენელია ამ ქვეყნებში. ნებისმიერი მოქალაქისთვის არის უდიდესი სკანდალი, როცა სასამართლო სისტემა, მით უმეტეს თავად მოგვიწოდებენ, რომ ხელშეუხებელია და შეუძლებელია მოსამართლეზე რაიმე სახის ან რჩევა, ან ასე ვთქვათ დამოკიდებულება, ან გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევა ხდებოდეს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და მე მოვითხოვ და ალბათ, ჩვენი კომპეტენტური ორგანოებისგანაც, პარლამენტისგანაც, ხელისუფლებისგანაც, რომ ყველამ გააკეთოს სათანადო კომენტარი, რადგან ეს შეუძლებელია. ასევე, კონკრეტულად ის მიმართავს კელი დეგნანს და საელჩოს. იქ არის დასახელებული სახელი და გვარი, ვინც დაიბარა და ესაუბრა ამ თემაზე. პირდაპირ ნახევრად სანქცირებულად ჩათვალეს და ადამიანი აღარ გაუშვეს კონკრეტულად დაგეგმილ ღონისძიებაზე. მისი განცხადებიდან ვსაუბრობ და ეს არის უმძიმესი ფაქტი. “, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანისგან შესაბამის განმარტებას ითხოვს.

„ჩემს წერილშიც სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ ყველაზე მეტად ეს ორმაგი დამოკიდებულება აზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამდენ თემაში ერთად ვართ, ძალიან ბევრ დახმარებას გვიწევს ეს ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ყველას დიდი სურვილია და ყველა ერთად ვამბობთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% თანახმაა, გაწევრიანდეს ევროკავშირში და რატომ გვინდა ევროკავშირში? – სწორედ მსგავსი დამოკიდებულებებია, სწორედ ისეთი სასამართლო გვინდა, სამართლიანი სასამართლო გვინდა, რომ არ იყოს ზეწოლა მოსამართლეებზე, იყოს ადამიანის უფლებები დაცული, იყოს კანონის უზენაესობა, კონსტიტუცია იყოს დაცული და ამის საწინააღმდეგო ქმედებას როცა ვხედავთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან, ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობას. აუცილებელია ამისთვის მკაფიო პასუხები. პასუხები არ მიგვიღია და კარგი იქნება, თუ ამაზეც გაგვცემს პასუხს ქალბატონი ელჩი. ეს დამოკიდებულებები აზიანებს და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის შეურაცხმყოფელი, როცა შენი ქვეყნის მოსამართლეზე მსგავსი სახის ზეწოლა ხორციელდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

,,შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი”- ლაშა ჩხიკვაძე

მსგავსი თემები