,,მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს, აუცილებელია აშშ-ის საელჩომ განმარტება გააკეთოს”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, განცხადება სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს და აუცილებელია აშშ-ის საელჩომ შესაბამისი განმარტება გააკეთოს.

„სტრასბურგის სასამართლომ ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნათლად განმარტა, რომ მოსამართლეზე თავდასხმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საქმეს განიხილავს, პირდაპირი ზეწოლაა სასამართლოზე, რაც დაუშვებელია. მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას მაღალი ინტერესი აქვს, აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ შესაბამისი განმარტება გააკეთოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

https://mcm.ge/154616/

მსგავსი თემები