,,ქართული ოცნება” ვაჭრობს ქვეყნის დასავლური ორიენტაციით, აშანტაჟებს დასავლელ პარტნიორებს”- რომან გოცირიძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს აყენებს, ვაჭრობს.

გოცირიძის განცხადებით, სამარცხვინოა, როდესაც  “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ოპოზიცია ვაჭრობს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც თავად “ქართულმა ოცნებამ” მიიღო პირველი მოსმენით.

,,რიგგარეშე სხდომის მოწვევა აუცილებელია პროცესების დაჩქარებისთვის და საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო, იქნება მიღებული, რომელიც უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით, მცირე ოპოზიციური პარტიებისთვის, ვინაიდან, მაღალი ბარიერით ძალიან კარგად ვიცით მხოლოდ 2 პარტია გადალახავს ბარიერს. ეს ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი დარჩება პოლიტიკური პროცესის გარეთ, რაც ქვეყანაში იქნება დამატებითი პოლარიზაციის და დაძაბულობის წყარო. ცვლილებების მიღება დაადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” უერთდება სწრაფ გეგმას, რაც ოპოზიციამ წარმოადგინა და ჩავთვლით, რომ ერთი ნაბიჯი წინ იქნება გადადგმული.

სამარცხვინოა, როცა “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ოპოზიცია ვაჭრობს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც თავად “ქართულმა ოცნებამ” მიიღო პირველი მოსმენით, რაც მისი ვალდებულება იყო. “ქართული ოცნება” ვაჭრობს ქვეყნის დასავლური ორიენტაციით, აშანტაჟებს დასავლელ პარტნიორებს ორიენტაციის, ორბიტის შეცვლით და რუსეთისკენ წასვლით. ეს შანტაჟი დაუმთავრდება ძალიან მძიმედ ქართულ ოცნებას და დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. ხოლო ივანიშვილს კიდევ უფრო მძიმედ დაუმთავრდება და არამხოლოდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, სანქციებიც კი სანატრელი გაუხდება, დასავლური ორიენტაციით ვაჭრობა დაუმთავრდებათ ცუდად”, – განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები