,,შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი”- ლაშა ჩხიკვაძე

  ,,მას შემდეგ, რაც ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა  აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან, რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი,”- ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს. ლაშა ჩხიკვაძე ვროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას ეხმიანება, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეს უკავშირდება. მოსამართლის თქმით, გალერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს, ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია. „მას შემდეგ, რაც მოვისმინე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება … ვრცლად ,,შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი”- ლაშა ჩხიკვაძე