რუსეთმა მიკოლაიევში 2 უდიდესი უნივერსიტეტი დაბომბა

მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა,  ქალაქში უნივერსიტეტები დაბომბეს. კიმის თქმით,  მინიმუმ 10 რაკეტა გაისროლეს.

,,დღეს რუსი-ტერორისტები მიკოლაიევში 2 უდიდეს უნივერსიტეტს დაესხნენ თავს. მინიმუმ 10 რაკეტა. ახლა ისინი თავს დაესხნენ ჩვენს განათლებას. მე ვთხოვ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტებს, მოიხსენიონ რუსეთი იმად, რაც სინამდვილეში არის – ტერორისტი”,- განაცხადა ვიტალი კიმმა.

მსგავსი თემები